Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023 წლის 20 ოქტომბერს DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ეგიდით თსუ-ს პირველ კორპუსში ჩატარდა შეხვედრა თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან.

2023 წლის 20 ოქტომბერს DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ეგიდით  თსუ-ს პირველ კორპუსში ჩატარდა შეხვედრა თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგენსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიცინის ფაკულტეტის ვიცე-დეკანმა, პროფ. მედ. დოქტორმა ჰანს იურგენ შლიცმა და DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომლებმაც აუდიტორიას წარუდგინეს

მოკლე პრეზენტაცია გერმანიაში გაცვლითი პროგრამების შესახებ.

რეგენსბურგის ქირურგიული კლინიკის დირექტორმა და რეგენსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიცინის ფაკულტეტის ვიცე-დეკანმა, პროფ. მედ. დოქტ. ჰანს იურგენ შლიტმა  წაიკითხა ლექცია "Innovations in liver surgery and transplantation",  პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ ლექცია “EM of corrosion casts in research of biliary pathways – the findings and perspectives”, კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ლევან გოგიჩაიშვილმა ლექცია ,,Fostering Excellence: Regensburg University Clinic's Impact on Transplantology and Surgical Oncology in Georgia’’.

შეხვედრას ესწრებოდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. მაია ბიწკინაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.